რეზონანსი
23.05.2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული. 

დადგენილების მიხედვით: 

სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
Dato   (24.05.2020)
Mouwevt amat daxveva saqartvelodan

ნანა   (24.05.2020)
რას ამბობთ გახსენით ტრანსპორტი.აღარ გვაქ საშუალება ოჯახი ვარჩინოთ.გავიგეთ უკვე ყველამ ეს კორონა რომ მოგონილია. ნუთუ ვეღარ დაძეხით.

maka   (24.05.2020)
vai tqvens patrons neta tuargecodebat xalxi

ქეთი სვანიძე   (24.05.2020)
თუ სამსახურში ვერ ვიარე ბანკის ფული როგორ გადაგიხადოთ .საზღვარი არა აქვს წამებას.ეს თქვენ გეხებათ ბატ.გიორგი გახარიავ!გთხოვთ მოსახლეობა საარსებო მინიმუმისტვის .


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×