რეზონანსი
24.05.2020

ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსის და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რა ეფექტს იქო­ნი­ებს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ მოხ­სნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ გა­ნუaცხა­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნის პირ­ველ ეტაპ­ზე, მგზავ­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არ უნდა დას­ხდნენ.

„ჩემი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ და­სა­წყის­ში ავ­ტო­ბუ­სებ­ში მა­გა­ლი­თად, თითო რიგ­ში თითო ადა­მი­ა­ნი დაჯ­დეს და არა - ორი ადა­მი­ა­ნი, ანუ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით რომ არ დას­ხდნენ. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა რი­გის გა­მოშ­ვე­ბით დას­ხდნენ.

უნდა მო­იხ­სნას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, მაგ­რამ დღეს არა. კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, ამ ვა­დებს ასე ვერ ვი­ტყვით. ხომ მო­იხ­სნა რა­ღაც შე­ზღუდ­ვე­ბი, ახლა უნდა ვნა­ხოთ ამ მოხ­სნის შე­დე­გი.

თუ მოხ­სნის შე­დე­გად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, რაც გვაქვს ან მო­მა­ტე­ბა არ იქნა ძა­ლი­ან დიდი ( ვთქვათ, 20 შემ­თხვე­ვა­ზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გა­და­ვი­დეთ მოხ­სნის შემ­დეგ ეტაპ­ზე, მათ შო­რის ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა­ზე.

ანუ ასე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღი რომ დავთქვათ, რო­დის მო­იხ­სნე­ბა ტრან­სპორტზე შე­ზღუდ­ვა, არ იქ­ნე­ბა სწო­რი. უნდა მოვხსნათ იმის მი­ხედ­ვით, თუ რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს უკვე გა­კე­თე­ბუ­ლი მოხ­სნე­ბი," - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ "ინტერპრესნიუსთან".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×