რეზონანსი
24.05.2020

ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ - სნეულებები ან ტრაგედია, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მეუფე შიომ იესო ქრისტეს მიერ შობითგან ბრმის განკურნების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ უფალი თავისი სიყვარულით ჩვენ არ გვტოვებს, ჩვენს გულქვაობაში, ჩვენს „კეთილმოწყობაში" და თითქოსდა სიმშვიდეში, სადაც უღმერთოდ თავს კარგად ვგრძნობთ.

"ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ - სნეულებები ან ტრაგედია. რა თქმა უნდა, ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც ჩვენ სულიერი თვალები აგვიხილოს და სწორედ ამიტომ უშვებს ამ განსაცდელს. მგონი, ჩვენს პირად ცხოვრებაშიც გვქონია ასე ძალიან ხშირად.

უფალი თავისი სიყვარულით ჩვენ არ გვტოვებს, ჩვენს გულქვაობაში, ჩვენს „კეთილმოწყობაში" და თითქოსდა სიმშვიდეში, სადაც კარგად ვგრძნობთ უღმერთოდ თავს, ამაში დაგვტოვოს. თუკი ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ აქედან გამოვიდეთ და ღმერთთან მივიდეთ, ამიტომ უშვებს ამ განსაცდელებს, ამ გზით მაინც მივიდეთ ღმერთთან. თუ ჩვენ არ გვაქვს უნარი, რომ გრილი სიოს სახით შევიგრძნოთ ღმერთი, არ გვაქვს უნარი რომ ვმადლობდეთ და რწმენა გამოვხატოთ, მაშინ უფალი ცოტა უფრო სხვა გზებით ცდილობს მასთან ჩვენს დაახლოებას. ბევრ რამეზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება, ალბათ უფრო ჩვენს სულიერ სიბრმავეზე. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ აგვეხილოს თვალი რომ ვიხილოთ ჭეშმარიტი ნათელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე", - განაცხადა მეუფე შიომ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×