რეზონანსი
24.05.2020

სხვადასხვა განზომილებაში ვართ და ჩვენს შორის საუბარს აზრი არ აქვს, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტმა იოანემ „ტყის კოდექსთან" დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მეუფე აცხადებს, რომ ის და ჟურნალისტები სხვადასხვა განზომილებაში არიან და დიალოგი ვერ შედგა.

"უკვე რამდენი ხანია გიცნობთ და ჩვენს შორის დიალოგი ვერ შედგა. სხვადასხვა განზომილებაში ვართ. თუ დიალოგი ვერ შედგა მაშინ აზრი არ აქვს ჩვენს ლაპარაკს. მე გეუბნებით, რაც მე მიმაჩნია სწროდ, თქვენ კი ამას არ იღებთ", - განაცხადა მეუფე იოანემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ტყის კოდექსის" პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სიმართლე   (24.05.2020)
ჰმ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×