რეზონანსი
24.05.2020

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეყ მყოფი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეში არსებულ ჩვენებაში არსად წერია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა თავის შვილთან ერთად საკუთარ ოჯახში, სადაც მივიდა ყოფილი მეუღლე და, როგორც თვითონ აცხადებს, მოაწყო ის, რაც მოაწყო. ფაქტია, ბავშვს მოჰკიდა ხელი და გააცილა მამას.

არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

გამოძიება ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ეკა   (24.05.2020)
ძალადობის დროს, ყოველთვის ქალის მხარეზე ვარ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ქალი არის შანტაჟისტი.

Kaxeli   (24.05.2020)
Rac me im qalis surayebi vnaxe ambebi.ge dgeshi cxrajer aris sacemi iseti vulgaruli suratebia. Zogi qali exlandel droshi isea gakinvizebuli rom imsaxureben.es arasamtavroebic atexineben kisers da oi shenmamzemo ver gitqvia.

კოტე   (24.05.2020)
რატომ მერე ამხელა თანხის დაკისრება? ყოფილები შეკრული ყოფილან ვიღაცეებთან,ცრუ ინფორმაციით ფული რომ დაახარჯინონ ცნობილ სპორტსმენს,დროზე მოგიცილებია ძმაო ასეთი შანტაჟისტი ქალი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×