რეზონანსი
24.05.2020

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ტრადიციული ყოველწლიური ბრიფინგისას განაცხადა, რომ აშშ-ის მიდგომა „კოვიდ-19"-ის პანდემიისა და ჩინეთის მიმართ სამწუხაროა.

„ბიბისის" ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროა ფაქტი, რომ „კოვიდ-19"-ის გარდა ამერიკაში პოლიტიკური ვირუსიც ვრცელდება და ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ჩინეთს თავს დაესხას

„უმჯობესია, აშშ-მა შეწყვიტოს დროის ფლანგვა. მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩინეთი პანდემიით გამოწვული შედეგებისთვის კომპენსაციის გადახდას აპირებს, ის უბრალოდ ოცნებობს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიფინგისას ვან იმ ასევე დაიცვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და განაცხადა, რომ ქვეყნებმა რომლებაც ორგანიზაციის რჩევები არ გაითვალისწინეს, ახლა ამ გადაწყვეტილებას ნანობენ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×