რეზონანსი
24.05.2020

ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია.

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო.

"ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა "კურიერთან".

დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.05.2020)
რაღაც ისეთი მიუღებელი მოიმოქმედე ალბათ, რომ კაცი წყობიდან გამოიყვანე და ნაჯახით გამოგეკიდა! შედეგს რომ აღწერ, მას წინ რა უძღოდა ისიც მ ო ყ ე ვ ი , ყველა ვხვდებით, რომ გიჟის გარდა ნაჯახით არავინ გაეკიდება ბავშვს.

ეკა   (24.05.2020)
ჯერ არ ვიცით ნაჯახი იყო თუ სხვა საგანი. ეს პროვოკაციას უფრო ჰგავს. აბა რა იცის? საერთოდ გამოეკიდა კი?

Jiji   (24.05.2020)
-დოროყაშვილი- ამბავიც გვარს ჰგავს, რაღაცნაირად...😊

Vaa   (24.05.2020)
Najaxi ara, albat chogani iyo) ra schamt xalxo ertmanets mshvenieri wyvili xart, sherigdit da bednierad icxovret!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×