რეზონანსი
24.05.2020

„კავკასიური სახლი" გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტს წერილით მიმართავს. გზავნილის ავტორები ყურადღებას გათავისუფლებულების პოლიტიკურ წარსულზე, მათ შეცდომებსა და სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ განაჩენებზე აკეთებენ. წერილს ავტორებს უკვირს ისიც, რატომ უწყობს ხელს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი „კორუმპირებულ მილიტარისტს" და „დანაშაულში მხილებულ მაღალჩინოსნებს. და დანაშაულში მხილებულ მაღალჩინოსნებს.

„პატივცემულო ქ-ნ ფონ კრამონ-ტაუბადელ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ დახარჯეთ ამდენი დრო და ენერგია ბიუჯეტის ქურდის, ქალაქის განადგურებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში მრავალგზის მხილებული პირის, სისხლის სამართლის დამნაშავის გადარჩენისათვის, მისი პოლიტპატიმრის მანტიით შემკობისათვის", - ამბობენ წერილის ავტორები.

წერილი რამდენიმე საათის წინ გადაიგზავნა. ახლა „კავკასიური სახლი" ვიოლა ფონ კრამონ ტაუ ბადენის გამოხმაურებას ელოდება.

პრეზიდენტმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება 15 მაისს მიიღო.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (25.05.2020)
ივანე თავი კარგად გააქვს? ხომ არ მიგირტყმიათ კედელზე? რეებს ბოდავ,თუ არ გესმის ნუ წერ ნურაფერს

ივანე   (24.05.2020)
მგონი პატივცემულ რედაქციას შეცდომა მოუვიდა დასახელებაში. ...... წერილი გაგზავნა კავკასიურა საღორემ და იმ წერილში წერია რომ, ჩვენ გამოჩენილ ღორებს მოგვწონს როგორც ვცხოვრობთ და ვინატრით დავბრუნდეთ იმ საღორეში სადაც 70 წელი ვიყავით. ყველაფერი ახალი ჩვენ არ გვაინტერესებს და კანონებზე ლაპარაკი საერთოდ არ გვინდა........ ჩვენ ხომ ღორები ვართ და გვყავს ერთი მეღორე, რათ გვინდა კანონები და ევროპული ცხოვრება....... ასე რომ გამოგზავნეთ მეტი სალაფავი და ნუ ერევით ჩვენ ღორულ ცხოვრებაში თორემ ჩამოვსლთ და თქვენც გაგაჭუჭყიანებთ............ ჩვენ კავკასიურ ღორებს და მითუმეტეს ქართულ ღორებს სალაფავს დიდ რუსეთიდან გვიგზავნიან და ამიტომ შეგიძლიათ არც არაფერი გამოგზავნოთ.......თუ საერთოდ შეგვიწყვეთ სავიზო მდგომარეობას მადლობას მოგიხდით იმიტომ რომ ჩვენ ღორებს რუსეთის საღორე უფრო მოგვწონს. დიდი მადლობა რომ მიღეთ ჩვენი წერილი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×