რეზონანსი
24.05.2020

ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო და გამჭვირვალე გამოძიებას მხარს უჭერს. ამის შესახებ დღეს, 24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა.

„ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან ვირუსის წყაროს დასადგენად", - აღნიშნა მინისტრმა. „მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს პროფესიონალური, კონსტრუქციული და მიუკერძოებელი", - დაამატა ვან იმ და განმარტა, რომ ამ პროცესში არ უნდა მოხდეს „პოლიტიკური ჩარევა". დიპლომატის თქმით, ამერიკამ უნდა შეწყვიტოს ჩინეთზე ცილისწამება.

მანამდე ჩინეთი არ ეთანხმებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების ჩატარებაში. 19 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ დაამტკიცა გამოძიება კორონავირუსული პანდემიის შესახებ. დავა ვირუსის წარმოშობის ადგილსა და მიზეზზე მიმდინარეობს.

ჩინეთის მედიის ცნობით, პირველად კორონავირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანის ბაზარში ზღვის პროდუქტებით მოვაჭრეს დაუფიქსირდა. ამ ვერსიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც დაუჭირა მხარი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება შესაძლოა, უჰანის ბაზრიდან არ მომხდარა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი ჩინეთის არაკომპეტენტურობის გამო დაიღუპა.

ჩინეთში მიიჩნევენ, რომ აშშ სპეციალურად მიდის კონფრონტაციაზე ჩინეთთან, რათა ორი ქვეყანა „ცივი ომის ზღვარზე" მიიყვანოს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×