რეზონანსი
24.05.2020

​ავსტრიის პოლიციამ რეგულარული შემოწმების დროს ქვეყნის პრეზიდენტი, ალექსანდერ ვან დერ ბელენი ერთ-ერთ რესტორანში დაშვებული დროის შემდეგ დააფიქსირა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი 24 მაისის ღამე მოხდა. ქვეყნის მეთაური რესტორანში ცოლთან ერთად იყო. თავად ამბობს, რომ ვერ შეამჩნია რა დრო გასულა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ავსტრიაში რესტორნები, ბარები და კაფეები ყველაზე გვიან 23:00 საათზე იკეტება. მომხმარებლებს მაგიდებთან ჯდომის უფლება აქვთ, თუმცა ოფიციანტებს მათი მომსახურება ეკრძალებათ.

როცა პოლიციელები ვენის ცენტრში, იტალიურ რესტორანში Sole შევიდნენ, პრეზიდენტის და მისი ცოლის მაგიდაზე სასმელი იდო. სწორედ ეს ჩაითვალა დარღვევად, რომლის გამოც პოლიტიკოსმა ბოდიში მოიხადა. მისთვის ინციდენტს სავარაუდოდ შედეგი არ მოჰყვება, რესტორნის მფლობელს კი შესაძლოა 30 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×