რეზონანსი
25.05.2020

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, საქართველოს რეგიონებში განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, რომელიც ამ დრომდე აუთვისებელია. ამას თავისი მიზეზები აქვს; ერთ-ერთ ასეთ მაგალითად ბიზნესმენს სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერები მოჰყავს. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, რაშიც მიმართულება მათ სხვამ უნდა მისცეს.

“იცით, რომ კორონავირუსის დროს "კოკა-კოლას" რეალიზაცია საქართველოს რეგიონებში 25%-ით გაიზარდა?! თბილისში კი შემცირდა 3%-ით. რა მოხდა?! უამრავი ადამიანი წავიდა სოფელში, გაერიდა ქალაქს. აღმოჩნდა, რომ რეგიონებში ადამიანების პოტენციალის გამოყენების უფრო დიდი შანსია, ვიდრე - ქალაქში. სტატისტიკა აჩვენებს, ჩემი მოგონილი არ არის…

რატომ მოდის ეს ხალხი აქ? შეეკითხოს ვინმემ რა...რატომ მიდიხარ თბილისში? რატომ ცხოვრობ "პადვალში" გლდანში, როცა შეგიძლია არაჩვეულებრივ ჰაერზე არაჩვეულებრივი პროდუქცია მოიყვანო. იცით რას გეტყვიან? - რა ვუყოთ ამ პროდუქციას? აი, ამაზე უნდა გასცეს პასუხი ვინმემ. შენ მოიყვანე, მე მოვუვლი. არსად მსოფლიოში არ ხდება ასე, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ერთი პირი აწარმოებდეს და მერე ისევ ის ყიდდეს. არ შეიძლება გლეხმა მთელი დღე თოხს უბრახუნოს, საღამოს მოკრიფოს და წაიღოს ბაზარში. ნონსენსია რა”, - განუცხადა "ბიემს" ბიზნესმენმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.05.2020)
მარტო ეს კაცია ჭკვიანი, სხვამ არ იცის ეგ უბრალო ჭეშმარიტება? სოფლად ცხოვრებას და მიწების დამუშავებას უ ა მ რ ა ვ ი--ძნელად გადასალახი პ რ ო ბ ლ ე მ ა აქვს! მაგ:(ჩემი მეზობელი) 3 ვაჟკაცი ებრძვის უმუშევრობას---ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს, მოჰყავთ მოსავალი, მაგრამ თურქეთში თუ არ წავლენ სეზონურ სამუშაოზე--უჭირთ თავისი დიდი ოჯახის რჩენა! მოსავლიანობა მინიმალურია, მარტო თოხი და ბარი არ შველის საქმეს, სოფლისთვის როდის მოიცლის ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი საშუალებები-უცნობია, რაც არის-- არასაკმარისია! რამოდენიმე წლის წინ, ჩადო ბატონმა ივანიშვილმა მილიარდები--გაახაროს ღმერთმა--შევიძინეთ ცელი და ჩაქუჩი, დრუჟბა და კარმიდამოს შემოსაღობი სეტკები, ცოტა წაგვეშველა, მაგრამ 10-ჯერ მეტი დარჩა შესაძენ-გასაკეთებელი! მონიტორინგი--სწორს ამბობს, თითო ტრაქტორი არ ყოფნის სოფელს და მალეც გამოდის წყობიდან.

მონიტორინგი   (25.05.2020)
მთავრობა იძახის მილიარდები ჩავდეთო სოფლის მეურნეობაში, კიდევ უფასო ფული მივეცითო ფერმერებს, ასეთი ბლა,ბლა, ბლა, სოფლის მეურნეობას, რომელიც ძალიან სათუთი დარგია, არაფერში წაადგება...უბრალო მაგალითი, მილიონები დახარჯეს და შეიძინეს ტრაქტორები, რომელიც იქეთ-აქეთ არონიეს და მერე ჯართად აქციეს, თქვე მამაცხონებულებო, თითო ტრაქტორი მიგეცათ თითო სოფლის ტრაქტორისტებისთვის სახელმწიფო პროგრამით, ნახევარდაფინანსებით და მრავალწლიანი დაბალპროცენტიანი განვადებით, ან ადგილობრივ პროდუქციას ხომ უნდა აუნთო მწვანე შუქი, მაგრამ მაშინ იმპორტიორებს ბიზნესი ჩაუვარდებათ, სად არის ის სამაცივრო მეურნეობები და საკითხავია მილიონობით ტურისტს, რატომ არ ვაჭმევთ ადგილობრივ პროდუქციას...20-მაისიდან მოქმედებსო სოფლის ფერმერების დახმარების პროგრამა, სად რომელ პლანეტაზე...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×