რეზონანსი
25.05.2020

დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის აუცილებელ, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, დღს, 25 მაისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: ვაზისუბნის 1-ელ; მე-2 და მე-3 მიკრორაიონებს, მე-4 მიკრორაიონის 1-ელ კვარტალს, ჯუმბერ ლეჟავას, დავითაშვილის, შანდორ პეტეფის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×