რეზონანსი
25.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა და უკვე არსებული პაციენტის კონტაქტია.

მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ 4 ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი თბილისის ინფექციური კლინიკიდანაა. მისივე ინფორმაციით, უკვე პაციენტების 72%-ია გამოჯანმრთელებული.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა პროცენტულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 72%. ამ ეტაპზე, 193 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში და ეს, დაახლოებით, 26%-ია, მეტი არა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია, თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე სტაციონარში მკურნალობაზე მყოფი პაციენტები,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×