რეზონანსი
25.05.2020

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპი მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო ბრაიენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც შეიმუშავებს ვაქცინას COVID-19-ის წინააღმდეგ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ჩინეთი გახდეს პირველი ქვეყანა ვაქცინის შემუშავების თავლსაზრისით, მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები “გახდება ლიდერი“ ამ სფეროში. მრჩეველის სიტყვები მის Twitter-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში, ახალი კორონავირუსის 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 97 ათასზე მეტი ადამიანი. აღინიშნება, რომ 361 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×