რეზონანსი
25.05.2020

ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში თავად მივიდა ყოფილი მეუღლე და ბავშვი პრატიკულად ძალით წამოიყვანა - ამის შესახებ „იმედის დღის" ეთერში, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ისაუბრა.

ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენს სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობისთვის კვირაში ორი დღე მიაკუთვნა. ადვოკატის თქმით ერთ-ერთ ბოლო შეხვედრა ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ ჩაშალა.

„სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ გვაქვს გამართული სოციალური სამსახური. ვინაიდან ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში ჰქონდა მოლოდინები, რომ შესაძლოა მის მიმართ გარკვეული პროვოკაციები განხორციელებულიყო, ორი დღით ადრე სთხოვა სოციალურ მუშაკს რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. ნიკოლოზ ბასილაშვილს კვირაში ორი დღე აქვს გამოყოფილი, ხუთშაბათი და შაბათი, ამ დღეებში მას სასამართლომ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება მისცა. იმ დღეს როდესაც ბასილაშვილს ბავშვი თავის სახლში ჰყავდა წამოყვანილი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი არ მივიდა მის ყოფილ მეუღლესთან, თავისი დრო როცა უნდა გამოეყენებინა და ბავშვთან ერთად ეთამაშა კორტებზე. დაახლოებით 40 წუთში მოაკითხა საკუთარ სახლში, ნიკოლოზის სახლში თვითონ ეს ქალბატონი მიბრძანდა და პრაქტიკულად იქედან ძალით წაიყვანა ბავშვი. ჩვენ გამოკითხული გვყავს ის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც დაურეკა ნიკოლოზმა და სთხოვა, რომ დასწრებოდა ბავშვთან მის ურთიერთობას. სოციალური სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის ვერ დაესწრებოდა მეორე მხარის თანხმობის გარეშე, მეორე მხარე კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნათი   (25.05.2020)
სოლიდარობა ნიკას.,მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას.გამომძალველ ქალს კი სასჯელის დაკისრება


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×