რეზონანსი
25.05.2020

ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში აღდგება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი. სატრანსპორტო კომპანიებთან გარკვეული რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის საუბარია, როგორც ლიმიტირებული მგზავრების გადაადგილებაზე, ასევე პირბადეების ტარების აუცილებლობა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შესახებ.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიმდინარეობს რეგულაციების შემუშავება, ეს რეგულაციები გულისხმობს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის გამოყენებას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ვინტილაცია, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მგზავრების რა რაოდენობა იქნება დაშვებული თითოეული ფორმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×