რეზონანსი
25.05.2020

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფიფინანსებიდან, თვეში თითო ადამიანზე მოდის 12 ცენტი. „არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი ამ ფულით. არცერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე და არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი. ფინანსთა სამინისტროს მიმართონ და ნებისმიერ მოქალაქე მიაწოდებენ ინფორმაციას საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ", -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი საპატრიარქოს ანგარიშზე არ ირიცხება. „ ეს თანხა, არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში. სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი, სრულად 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე მორალურ-ზნეობრივი დონით. ჩვენ სკოლებში არასდროს არ ხდება ბულინგი. სკოლებში არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი. და აკადემიური დონე არის მაღალი", -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
1234   (26.05.2020)
როგორც ინგლისის სამეფო ოჯახს ინახავს სახელმწიფო, მაგრამ აქვს აუდიტის უფლება, ისე უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც. სახემწიფო ინახავს ეკლესიას, მაგრამ ამაწმებს მის ხარჯთაღრიცხვას რეგულარულად.

1234   (26.05.2020)
სახელწიფომ საპატრიარქოს უკვე გადასცა ასობით მილიონი ღირებულების თუ არა მილარდის უძრავი ქონება: მიწა და ნაგებობები უსასყიდლოთ. აქ მარტო ყოველწლიურ დაფინანსებაზე არა არის საუბარი. საპატრიარქო, რადგან ასეთ პრივილეგილებულ მდგომარიობაშია ჩაყენებული და თავადაც პრეტენზია აქვს რომ ქართველი ერის ინტერესებს იცავს მხოლოდ, უნდა გახსნას თავისი თავისი ხარჯთწარმოება - გახადოს გამჭვირვალე. ჩაატაროს რეგულარული აუდიტი რომელსაც ჩაატარებს მაღალი რეპუტაციის კომპანიის მიერ და შედეგები გახადოს ღია. თუ ეს არ სურს, მაშინ გადაცემულ ქონებაზეც უარი უნდა თქვს. ის რომ ეკლესიას 100 წლის წინ კომუნისტებმა ქონება ჩამოართვეს ეს გასამართლებელი არგუმენტი არ არის. ბოლშევიკებმა ხალხსაც ჩამოართვეს მილიარდობით ქონება. მაშინ სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს მათ შთამომავლებს ის ქონება ან კომპენსაცია გადაუხადოს. ასეთი შერჩევით სახალხო ქონების ერთი ორგანიზაციისთვის, რომელიც არ არის სახელმწიფოს ნაწილი და არც სურს რომ იყოს, დაბრუნება ან ჩუქება არაკონსტიტუციურია და არღვეს დანარჩენი ხალხის უფლებებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×