რეზონანსი
25.05.2020

მთელმა მსოფლიომ იცის, ნიკოლოზი როგორი თავშეკავებული ადამიანია. როდესაც შეჯიბრზე დავყვებოდი ყველა მეკითხებოდა, რატომ იყო ის ასეთი წყნარი. მას შეეძლო წაგებულ თამაში საერთოდ არ ენერვიულა და მეორე დღეს ეს თამაში მოეგოო, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადმა მწვრთნელმა, დავით კვერნაძემ განაცხადა.

„მე მინახავს წაგებული თამაშის შემდეგ ნიკოლოზი სიმშვიდეს როგორ ინარჩუნებდა. ადამიანს, რომელსაც საერთოდ არაფერზე ნერვი არ ეშლება როგორ შეიძლება აქამდე მისულიყო. იყო ისეთი თამაშები, სადაც ნიკოლოზს არ უნდა წაეგო, მაგრამ წააგო და მინახავს, ამ ყველაფერს როგორ ძალიან ადეკვატურად, მშვიდად ხვდებოდა", - აღნიშნა ბასილაშვილის მწვრთნელმა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ნათი   (25.05.2020)
გამომძალველი და პროვოკატორი ცოლყოფილის ადგილი უნდა განსაზღვროს სასამართლომ სად არის,მართლაც საჭიროა ჩამოერთვას ყველაფერი რა სიკეთესაც ქმარი უკეთებდა.არის ბევრი ასეთი ქალები შურიანი და ღვარძლიანები,ქმარყოფილის გვერდზე არ სურთ იხილონ ვინმე

...   (25.05.2020)
მსოფლიომ იცის რამდენად მშვიდი და კარი ადამიანია ნიკოლოზი, აშკარად ცილისწამების კონტურებია, სოლიდარობა ნიკას და ცილისმწამებლების ადგილი დილეგშია!!!

ასეა ეს   (25.05.2020)
არსებობს ცოლებზე ძალადობის პრობლემა და არსებობს ქმრის მიმართ ცილისმწამებელი გამომძალველი ცოლების პრობლემა რაც აგრეთვე ძალიან ხშირია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×