რეზონანსი
25.05.2020

გუშინ ცნობილ ჩოგბურთელზე აგორებული სკანდალის გარშემო ათასი მითქმა-მოთქმა გავრცელდა. ზოგმა ოფიციალურადაც კი განაცხადა, რომ ბასილაშვილს ცოლი პირადი საიდუმლოს შენახვის გამო ყოველთვიურად დიდძალ ფულს სძალავდა.

ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

2020-05-25

ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

ასეთი განცხადებების შემდეგ საზოგადოების დიდ ნაწილს სულ სხვა მიმართულებით გაუჩნდათ ეჭვები, თუმცა ამ ნაწილს ბურთი ჩასჩარა გერმანელი ლამაზმანის, შარლოტა ჰელენის გამოჩენამ.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელი ჩოგბურთელი გუშინ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზეც იყო და მის სახლთან ჩასაფრებულ ჟურნალისტებსაც შეუნიშნავთ, მაგრამ მაშინ არავინ იცოდა, რომ ის და ნიკოლოზი უკვე 6 თვეა ერთად არიან და ის ბასილაშვილების ოჯახშიც მიღებული სარძლოა.

რა იციან ნიკოლოზის კოლეგებმა შარლოტა ჰელენის შესახებ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანს, დავით კვერნაძეს საუბრობს:

- ამბობენ, რომ ნიკას და ნეკას განქორწინების მიზეზი გერმანელი ქალბატონი შარლოტა ჰელენი იყო...

არა... გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა მანამდე. როგორც ვიცი, ეს გოგონა ამ ეტაპზე, მასთან ერთად არის. ნამდვილად ვიცი, რადგან მანამდე, ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით და მსგავსი ადამიანი ნიკას გვერდით მე არ მინახავს. არ არის გამორიცხული, რომ რადგან ახლა არსებობს, შეიძლება თქვან, მანამდეც არსებობდაო.

- რამდენი ხანია რაც შარლოტა გამოჩნდა?

ეს გოგონა ექვსი თვის წინ გავიცანი. 6 თვეა საქართველოშია... ჩვენს კორტებზე ვარჯიშობს... მისი არსებობის შესახებ, მანადე არაფერი მსმენია. ნიკუშა და ნეკა კი, დიდი ხანია განქორწინებულები არიან. ზუსტად არ ვიცი, ოფიციალურად როდის გაეყარნენ, მაგრამ ერთად, დიდი ხანია არ ცხოვრობენ.

- ნიკოლოზის შეყვარებულია შარლოტა?

როგორც ჩანს, ალბათ ასეა. ჰელენი რამდენჯერმე მყავს ნანახი. ფაქტია, მასაც უყვარს. აბა, გერმანიიდან ტყუილად არ ჩამოვიდოდა!

„პრაიმტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×