რეზონანსი
25.05.2020

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე ბავშვის ბებიის (ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის) მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მოსამართლის მიერ ამ ორდერის გაუქმებას გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტში ასაჩივრებენ და " ამაზე სახელმწიფო აგებს პასუხს". მისი თქმით, ეს ორდერი თავდაპირველად ნამდვილად გამოსცა პოლიციამ და პირველმა ინსტანციამ დაადასტურა მისი სისწორე, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ის გააუქმა:

"ერთის მხრივ, ეს იყო სრულიად გასაკვირი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს საკმაოდ ცხადი დადებით პრაქტიკა. კონკრეტულმა მოსამართლემ აბსულუტურად დაუსაბუთებლად, სტერეოპიტული და წინასარი განწყობების ფონზე გააუქმა ორდერი.

საქმეში იყო პირდაპირი მტკიცებულებები, ბავშვის მოსაზრებები და მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. ეს ორდერი და მისი გაუქმება, ძალიან ცოტა ხნის წინ მოხდა, და პირდაპირ ვამბობთ, რომ ამგვარმა დაუსაბუთებელმა მსჯელობამ არაპირდაპირ, მაგრამ გამოიწვია შემდგომი ძალადობა ბავშვის მიმართ. მეტიც, დაამძიმა ქცევა და დედას შეეხო ფიზიკური სახით".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
sos!   (25.05.2020)
....ბავშვის გამოყენების გამო

sos!   (25.05.2020)
გამარჯვება ნიკას ყველა საქმეში. არ არის ეს ადამიანი მოძალადე გამომძალველ ცოლყოფილს ბავშვის გამოტენების გამო მამის და ბებიის,ბაბუას მიმართ ეკუთვნის სასჯელი.არ არსებობენ ბებიები ვინც შვილიშვილზე ძალადობენ,პირიქით ანებივრებენ და თან ყვებიან,მითუმეტეს პატარას მონატრებულ შვილისშვილს

...   (25.05.2020)
ამ "ადვოკატმა" განმარტოს რას გულისხმობს სტერეოტიპულ განწყობაში.

...   (25.05.2020)
ფულის მონა და ყველაფრის მკადრებელმა "ადვოკატებმა" ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებეთ!!! ყველამ იცის ფულის გამო რისი მკადრებლები ხართ. სოლიდარობა ნიკას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×