რეზონანსი
25.05.2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს.

დღესდღეობით კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჩვენ შეთანხმებული არ ვართ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ინტენსიური კომუნიკაციების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა შეიქმნას გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სრული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×