რეზონანსი
26.05.2020

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია.

,,ამ დროსისთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავამჟღავნოთ გამოძიების ყველა დეტალი, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანს.

თუმცა, გვინდა განვაცხადოთ და ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერები დავარწმუნოთ იმაში, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეომტკიცებულებები, ჩვენს კლიენტს ბრალდებებისგან სრულიად ათავისუფლებს.

ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე გაგზავნილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან გათავისუფლდება.

ნიკოლოზი ნელი დოროყაშვილთან განქორწინებულია 2019 წლიდან. ყოფილ წყვილს ჰყავს 5 წლის ვაჟი, ლუკასი. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის მიერ ჩადენილი მიზანმიმართული პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისგან თავს იკავებს.

სწორედ, შვილის დაცვის მიზეზით, ჩოგბურთელი არ გამოხმაურებია მისი ყოფილი მეუღლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ცრუ ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მისი მისამართით ისმის.

ამავე დროს, ის მადლობას უხდის ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი მის უდანაშაულობას დაამტკიცებს", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ბასილაშვილის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×