რეზონანსი
26.05.2020

"რუსთავი 2"-ზე გასულ კვირას ახალი გადაცემა "ღამის კურიერი ირაკლი იმნაიშვილთან" ერთად დაიწყო, რის გამოც არხზე სატელევიზიო ბადეს ცვლილებები შეეხო.

იმნაიშვილის გადაცემის გამო, "ნიკა არაბიძის შოუ" ეთერში პარასკევის ნაცვლად ოთხშაბათს გავა.

დაიხურა გადაცემა "გვიანი შოუ", რომლის წამყვანებიც ამიკო ჩოხარაძე და სოფო გორდაძე არიან.

გადაცემის დახურვის მიზეზს, გადაცემის პროდუსერი ალეკო მალხაზიშვილი განმარტავს: რადგან პოლიტიკურად აქტიური წელია 2020 წელი, ნიკა არაბიძის შოუ, პარასკევის ნაცვლად ოთხშაბათს გავა ეთერში.

მის ნაცვლად კვირის ბოლოს ეთერი პოლიტიკურ გადაცემას დაეთმობა. "გვიანი შოუ" ოთხშაბათობით გადიოდა ეთერში, ამიტომ ამ ეტაპზე შეჩერდა ეს გადაცემა და შესაძლოა სექტემბრიდან გავაგრძელოთ.

ასევე ვმუშაობთ ახალ პროექტზე და შესაძლოა "გვიან შოუსთან" მოხდეს მისი ინტეგრირება.

გადაცემის წამყვანები სოფო გორდაძე და ამიკო ჩოხარაძე რჩებიან ისევ თანამშრომლებად, ხოლო ამიკო ახალ პროექტშიც არის გათვალისწინებული.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×