რეზონანსი
26.05.2020

სამეგრელოში 24 წლის ბიჭი გაუპატიურების მცდელობისთვის დააკავეს. ბრალდება მას 24 წლის გოგონაზე გაუპატიურების მცდელობას ედავება.

საქმე ეხება 22 მაისს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მამაკაცმა ქალს მხარზე ხელი გადადო, სიყვარულში გამოუტყდა და სქესობრივი კავშირი შესთავაზა.

დაკავებული ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბრალდებული შშმ პირია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი სამედიცინო ცნობებიც, სასამართლომ იგი პატიმრობაში მაინც დატოვა.

დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს. მისივე განმარტებით, საქმის მთავარი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენებაა და საქმეს სხვა პირდაპირი მოწმე არ ჰყავს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×