რეზონანსი
26.05.2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ალექსანდრე ციცქიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„26 მაისი საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა. ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ღირებული მონაპოვარია. მინდა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჭიათურის რეგიონის მოსახლეობას მივულოცო 26 მაისი. ერთად დგომით ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შევძლებთ,“ - განაცხადა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა ივა ხეთაგურმა.

„მინდა დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენ ქალაქს ჭიათურას მივულოცო. ყველას წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ. დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყანა განვითარების იმ გზაზე დადგა, რასაც სახელმწიფოებრიობა ჰქვია. მინდა ბევრი კარგი დღე ასე ერთიანად გვეზეიმოს. გისურვებთ ერთიან, დემოკრატიულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას,“ - აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×