რეზონანსი
26.05.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პლაზმის მეთოდით მკურნალობამ ერთ პაციენტთან ცალსახად დადებითი შედეგი გამოიღო, ხოლო მეორე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„ჯერჯერობით ერთ პაციენტთან გამოიღო ცალსახად დადებითი შედეგი, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვირუსი გაქრა, ხოლო მეორე პაციენტში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე იყო, კრიტიკულად მძიმე და პრაქტიკულად განწირული, სხვა მედიკამენტებით და სხვა საშუალებებით მკურნალობა იყო უშედეგო და მოსალოდნელი იყო ლეტალური ეფექტი, ჩვენ იქ გამოვიყენეთ ორჯერ, ორჯერ გადავასხით პლაზმა და არამარტო პლაზმა, ჩვენ იქ ასევე გამოვიყენეთ მეორე ინოვაციური მიდგომა, მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი". ეს პაციენტი კრიტიკული მდგომარეობიდან გამოვიდა. ანუ, მას აღარ აღენიშნება სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევები, აღარ არის ჟანგბადდამოკიდებული, ლაბორატორიული პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერ შორს ვართ იქიდან, რომ ვთქვათ ეს პაციენტი გადავარჩინეთ.

ეს პაციენტი არის ქალბატონი 83 წლის, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ამიტომ ჩვენ არ ვჩქარობთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას. ეს არ იქნება სწორი, როდესაც რამდენიმე დღეში საბოლოოდ გახდება ნათელი, ეს პაციენტი სტაბილურად წავიდა გაუმჯობესებისკენ, თუ ეს გაუმჯობესება იყო დროებითი და ის შეიძლება, კვლავ დამძიმდეს, ამის შემდეგ საბოლოო ანალიზის შედეგებს დავდებთ",- განაცხადა ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×