რეზონანსი
26.05.2020

ანთიმოზ ბიჩინაშვილი, მღვდელი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილს და ნეკა დოროყაშვილს ჯვარი დაწერა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ძალიან ცუდია რაც ხდება.

თუმცა, ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ბასილაშვილის მიმართ აგორებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება.

უფრო მეტიც, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მოძღვარი დარწმუნებულია, რომ მას აუცილებლად გაამართლებენ.

„ნიკოლოზის მოძღვარი ვიყავი როცა მღვდელმოქმედებას ვასრულებდი, რაც 4-5 წელია აღარ ვარ ჩემი სულიერი შვილები გავუშვი. ახლა უფრო მეგობრები ვართ.

ძალიან ცუდია რაც ხდება. მოძღვარი, რომელიც ჯვარს დაწერს წყვილს და ეს ოჯახი დაიშლება, ეს იმ მოძღვრისთვის ძალიან ცუდია. ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო, ნეკა არ ყოფილა, ნიკოლოზმა გამაცნო ადრე შვიდი წლის წინ.

გამორიცხულია ნიკასგან მსგავსი რამ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცნობ. იგი არის უკეთილშობილესი ადამიანი, მამამისთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. ახლა მონასტერში ვცხოვრობ და ნაკლებად გავდივარ.

მიწერ-მოწერა გვქონდა მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, საიდუმლო არაფერი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ აუცილებლად გაამართლებენ", - ამბობს ანთიმოზ ბიჩინაშვილი.

პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×