რეზონანსი
26.05.2020

რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით. „ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა

სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.

„საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ, ურთიერთმისაღები პირობებით, ჯერჯერობით, ასევე ვერ ხერხდება. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებებს ჩვენ ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვცეს აუცილებელი განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალურობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას. ჩვენი შეშფოთების საგანია ის, რომ ვაშინგტონი არ გვიხსნის, რითია დაკავებული უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს. ეს ბუნებრივია, შეუძლებელია არ იყოს ჩვენ მიერ გათვალისწინებული ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ესოდენ მგრძნობიარე ასპექტებზე" , - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

უწყების განცხადებით, მოსკოვი განაგრძობს ამერიკელი და ქართული მხარეებისგან პასუხების მიღებას ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Vaa   (26.05.2020)
Jer chven shegvishvit soxumshi da cxinvalishi, nere shegishvebto lugaris laboratoriashi, Aseti pasuxi gaecit mag ujishoebs

რუსეთი ოკუპანტია   (26.05.2020)
წადით თქვენი ჯიშიც მოვტყან რუსებო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×