რეზონანსი
26.05.2020

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შესაძლოა პოლიტიკაში ვიხოლოთ. მაჩალიკაშვილი ოქტომბრის არჩევნებზე, პანკისის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აპირებს.

რომელი პარტია იქნება მისი რჩეული შვილმოკლული მამა არ ამბობს, თუმცა აღნიშნავს იმას, რომ შემოთავაზებას ბევრისგან მიიღებს. იგი აცხადებს, რომ "ოცნების" დასამარცხებლად მზადაა თვითონ იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

პოლიტიკაში წასვლისა და პარლამენტში შესვლის მთავარი მიზანი იმ საგამოძიებო კომისიის შექმნაა, რომელიც შვილის მკვლელების დასჯაში დაემარება. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც თემირლანის მკვლელობის საქმეზე კომისიის შექმნას ხელი შეუშალა, არჩილ თალაკვაძეა.

"გარანტიას ვაძლევ ახმეტაში კი არა კახეთში, მოქმედი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" კაციშვილი არ გავა, არ გაიმარჯვებს. დავუპირისპირდები. მე არ მიფიქრია ჯერ იმაზე, ტომელ პარტიაში თუ დამოუკიდებლად ვიქნები, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მე დავუპირისპირდები. ქისტ მოსახლეობაზე ძალიან დიდი მუშაობა მიმდინარეობს სუს-ის მხრიდან. მართლაც რომ დაუპირისპირონ მაჩლიკაშვილს. როცა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა . მე ვიცი ამ დანაშაულში ვინ არიან ჩართულები. დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარე. ისიც კი არის ამ საქმეში გარეული. ზუსტად, რა ფორმით და რა სახით, შეიქმნება ეს კომისია და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. რადაც არ უნდა დამიჯდეს. პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია" - აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

წყარო: Newpost

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გურული ვენდეტა!   (27.05.2020)
ეს ტერორისტი გვაკლდა პარლამენტში სრული ბედნიერებისათვის!

მედეა   (27.05.2020)
ამ გასახარელი ამბით, ალბათ ბედნიერია პანკისი!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×