რეზონანსი
26.05.2020

„ნაციონალური მოძრაობის" სისტემა იყო დანაშაულებრივი და დამოკიდებული ორ-სამ ადამიანზე, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „არენა" განაცხადა.

„ეს ძალა ოდნავ მაინც პასუხისმგებლიანი ყოფილიყო, ამ სხვადასხვა განაჩენის კასკადს, რომელიც ბოლო წლებში, ჩვენი მმართველობის დროს გამოდის და ყველა ეხება მათი მმართველობისდროინდელ ფაქტებს, ალბათ, ისინი, მინიმუმ, პოლიტიკურ ტონს ცოტა დაუწევდნენ, ან საერთოდ წავიდოდნენ პოლიტიკიდან. გადაწყვეტილებები, რომელიც ევროპულ სასამართლოს ბოლო წლებში გამოაქვს, მოწმობს, რომ მათთვის საკუთარი ძალაუფლებაში ყოფნის გარდა, არ არსებობდა სხვა რაიმე ტიპის ღირებულება. ესაა ის, რაც ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა იცოდა და რის დასამარცხებლადაც ივბრძოდა, მიუხედავად ტერორისა, შიშისა... მათ 2011 წლის 26 მაისს ღიად აჩვენეს თავიანთი სახე, თუ როგორ დაჩაგრავენ საკუთარ ხალხს იმისთვის, რომ თავად გამაგრდნენ ხელისუფლებაში" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ლინდა   (27.05.2020)
boroti suli!!!

მედეა   (27.05.2020)
სათაურში რაც წერია, იმის დამტკიცებას, დამნაშავე ძალის კანონგარეშე გამოცხადება და მათთვის პოლიტიკური აქტიურობის გზის გადაჭრა სჭირდება! ამას მოითხოვდა ხალხი, მაგრამ არ გ ა ა კ ე თ ე თ ეს! "მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება" ხომ გაქრა? ასე გვინდოდა ენმ-ის გაქრობაც, მაგრამ თ ქ ვ ე ნ , ქალბატონო თეა, არ მოისურვეთ ეს( ან დაგაძალეს გარედან, ან ვერ გამოიჩინეთ ფ ხ ა ეს რომ გაგეკეთებინათ). იძახის გია ბარამიძე-- სვანეთში ჩატარებული საშინელი ოპერაციის გამო--დ ა მ კ ი თ ხ ე თ ო---პასუხად დუმილს ამჯობინებთ! მაშინ, თუ კეთილშობილებას იმიზეზებთ--- ასეთ სათაურებს ნუღარ წერთ, ეს ჩვენ გვაღიზიანებს!

ИНЦИТАТУС   (27.05.2020)
Черчето дедакацо! Машин ту 2-3 ико, ахла 1 гкавс. Имбецили хар да шени ганкурнеба шеудзлебелиа

...   (27.05.2020)
ნაცები რომ არა, ნეტა რაზე ილაპარკებდით? ხალხს მიხედეთ,ხალხს. წურბელებო...

ასეა ეს   (27.05.2020)
ალასანია და თავის პარტიის ხალხი რომ გაცვალა მინისტრის ჩინ-მედლებზე მაგაზეც ეთქვა რამე

ჭორლეონე   (27.05.2020)
რას გავხარ შე უპატრონო, სახლიდან ვინ გიშვებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×