რეზონანსი
27.05.2020

შემთხვევა ალუბლების ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში მოხდა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით არასრულწლოვანი მდინარეში აპირებდა შესვლას რა დროსაც ჭაობში ჩავარდა და გაიჭედა.

ბიჭი გადაადგილებას ვერ ახერხებდა და გარკვეული პერიოდი ჭაობში ჩარჩა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

არასრულწლოვანი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით ბიჭი სტრესის ფონზე შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×