რეზონანსი
27.05.2020

პრემიერის თქმით, გამოიყოფა დამატებით 150 მლნ ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ლტოლვილების ბინებით უზრუნველყოფა. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა.

"გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სწრაფად მოხდეს ლტოლვილების ბინებით უზრუნველყოფა. ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზის შემდეგ როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაშია ხალხი დარჩენილი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×