რეზონანსი
27.05.2020

ეკა ბესელიამ პრემიერს პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფებისთვის სოციალური გარანტიების შესახებ ჰკითხა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ მედპერსონალს და სხვა პროფესიების წარმომადგენლებს სამართლიანი გარანტიები უნდა ჰქონდეთ და ეს პრობლემა

„ერთი ეხება სწორედ ​იმ ადამიანების სამართლიან სოციალურ გარანტიებს, რომელთა მიმართ არაერთხელ, სხვადასხვა ფორმატში ყველამ გამოვხატეთ. ესენი არიან ექიმები, სამედიცინო პერსონალი, ყველა ის ადამიანი, არა მხოლოდ სამედიცინო სპექტრი, არამედ მათ შორის ისინი, ვინც იდგნენ ამ გამოწვევის დრო წინა ხაზზე და ვისზეც გადავიდა ყველაზე მეტი ტვირთი. მათი სოციალური ანაზღაურების საკითხები, რომელიც არის ერთ-ერთი პრობლემა, ამაზე სად არის ნაფიქრი და რას აპირებთ, იმიტომ, რომ ეს იყო პრობლემური საკითხი იქამდე, სანამ პანდემიად გამოცხადდებოდა გამოწვევა", - კითხულობს ბესელია.

მან ასევე აღნიშნა, რომ 15 ივლისამდე მოქმედი კანონი, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე აძლევს, არაკონსტიტუციურია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (28.05.2020)
თქვენ გააკეთეთ რამე პანდემიის აღმოსაფხვრელად?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×