რეზონანსი
27.05.2020

თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის გენერალური დირექტორის თქმით, ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.

როგორც გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრებისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, რომელსაც კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ მონიტორინგს. „მაგალითად, მეტროს შემთხვევაში, შესასვლელშივე პატრულის თანამშრომლები უზრუნველყოფენ პირბადეებიანი მგზავრების დაშვებას, ხოლო ავტობუსების შემთხვევაში კონდუქტორები მოუწოდებენ მგზავრებს გაიკეთონ პირბადეები.

,,ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, სადეზინფექციო საშუალებებით ვამუშავებთ და საგანგებო სიტუაციამდეც ვამუშავებდით ყოველდღიურად ავტობუსებს, რომლებიც ქალაქში მოძრაობდნენ", - განაცხადა გიორგი შარკოვამ.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×