რეზონანსი
27.05.2020

გიორგი გახარიამ უპასუხა კითხვას ჯარიმების შესაძლო გაუქმების შესახებ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 9 ათასმა ადამიანმა დაარღვია, დაკისრებული ჯარიმების გაუქმება კი ამ ბერკეტის გაუფასურებას გამოიწვევს.

„​არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის ჩვენ ასეთი ინსტრუმენტების გამოყენება კიდე როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ერთმნიშვნელოვან ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციული ძალა, შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების არ იმუშავებს", - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული ჯარიმები მომავალში გადაიხედება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×