რეზონანსი
27.05.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებზე ფულადი კომპენსაციების გაცემა მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„არ იყო ეს მარტივი, მაგრამ სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. წინასწარ გეტყვით, რომ რეალური გაცემები, ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით. ჩვენ არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან 1 აპრილს, ან 1 მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა 20 მაისის შემდგომ. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით. არ მინდა აქ სპეკულაციების კორიდორი დავტოვო და ვიმეორებ, ყველა ადამიანი, ვისაც ეს საჭიროება და დასაბუთება ექნება, ამ დახმარებას მიიღებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Monika   (27.05.2020)
Martalia zalian bevrs esawiroeba da ver wers

ჰმ.   (27.05.2020)
ბევრ ადამიანს აქვს საჭიროება,მაგრამ დასაბუთებას ვერ ახერხებს. რა ეშველება?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×