რეზონანსი
27.05.2020

რაღაც მოდელები თანამშრომლობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ. ასევე, სახელმწიფოს რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, გარკვეული სქემები უკვე აქვს. დაგროვილი რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ ნაწილს, რაც შეეხება სასურსათო უზრუვნელყოფას ქვეყნის - აქ არანაირი პრობლემა იქნება. როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. დაახლოებით 1-2 საათი რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე იყო პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები, ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა. უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში მეორე ტალღისას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×