რეზონანსი
27.05.2020

ისრაელის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის (IIBR) მიერ COVID-19-ის სამკურნალო ყველაზე ოპტიმალური პრეპარატის კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ინფექციას ყველაზე ეფექტიანად მედიკამენტი "ცერდელგა" და გამოცდის ეტაპზე მყოფი მეორე ანალოგიური პრეპარატი უკმლავდება.

IIBR- ს კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნული მედიკამენტები ინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში უჯრედებს კორონავირუსის მიერ შემდგომი დაზიანებისგან იცავს. ამჟამად, ორივე პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულ ცხოველთა მკურნალობაში გადის ცდებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ წამლებმა ეფექტი ვირუსების მრავალი შტამის შემთხვევაში დადეს, ხოლო დამტკიცების შემდეგ, მეცნიერების აზრით, ისინი სხვადასხვა ინფექციების მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×