რეზონანსი
27.05.2020

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში COVID19-ის ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.

მისი თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად ერთეული ახალი შემთხვევები ფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაცია მშვიდდება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭომ ვირუსის პრევენციისთვის არსებული შეზღუდვების შემსუბუქების ნაბიჯები გადადგა, თუმცა დამშვიდების საფუძველი არ არსებობს, მიზეზი კი მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის გამო არსებული ვითარებაა.

„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ, ყველა ის შემზუდღველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღინისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქო ტრანსპორტი, ამიტომ პრევენციისთვის აუცილებელია ტრანსპორტში მგაზვრებმა პირბადეები გამოიყენონ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×