რეზონანსი
27.05.2020

ოპოზიციის მხრიდან დასმულ კითხვებზე, პანდემიის პირობებში სხვადასხვა კომპანიების საქმიანობასთან და შესაძლო კორუფციულ გარიგეგებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვრცელი პასუხი გასცა, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ:

„...მაგალითად, ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც იქ მუშაობდა, ისევ ემუშავათ და გარედან არ შეგვეტანა ეს ინფექცია. არ გაჩერებულა, ასევე, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე რიკოთის პროექტი ერთი დღით არ გაჩერებულა, უბრალოდ იქ გარკვეული წესები იყო დანერგილი, რომელსაც მკაცრად ვაკონტროლებდით. გარკვეული კომპანიები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობასთან, თვითონ მოვიდნენ - მაგალითად, ცემენტის წარმოება, არმატურის წარმოება. ზოგიერთ კომპანიას კი არც ჰქონდა მონაწილეობის სურვილი - თქვა, რომ მე ამ პირობებში ახლა ხვალ, სწრაფად, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მიღირსო, ერთი თვე დაველოდები და მერეო. აი, ასე იყო ეს გადაწყვეტილებები მიღებული და მერწმუნეთ, რომ ეს ყველაფერი დროში ისე ხდებოდა, რომ რა კორუფცია, ხალხნო? შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რაღაც ისაქნა, მაგრამ რა კორუფცია?"

პრემიერის ბოლო ფრაზას ოპოზიციის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა - „ქართულ ჯიგრულ პონტში" რას ნიშნავსო? რაზეც პრემიერმა ასე უპასუხა:

„ვაიმე, სიტყვაზე დამიჭირეთ, არა?.. ვახ, ჩემი..."

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
Irene   (29.05.2020)
▫SAD GAQRA CHEMI KOMENTARI ?! ▫VIS AR ESIAMOVNA IS ?!

ასეა ეს   (28.05.2020)
როდესაც ერთი და იგივე გინდაც კეთილი ძალა დიდი ხანი ფლობს მთელ ძალაუფლებას მერე ძალიან უვარდება თავში და ირყვნება. ეგ დამტკიცებულია დიდი ხანია

მედეა   (28.05.2020)
არა, ფრთები არ ამოსდით, მაგრამ მოსაწონ ფორმაში კი არიან. კორუფცია და ნეპოტიზმი როგორმე უნდა მ ო ი შ ა ლ ო ნ, ბანკების თარეში შეზღუდონ და სათამაშო ბიზნესი მოთოკონ! რას ერჩიან ენძელა მაჭავარიანს ვერ გამიგია, არ აქტიურობს, არის წყნარად, უმიზეზო ა გ რ ე ს ი ა აგრესიულებს ახასიათებთ--ფსიქიკა მოერყა ზოგიერთს!

ИНЦИТАТУС   (28.05.2020)
Ехлахан гахда цнобили ром "картули филми" да "Коламбиа Пикчерси" гегмавен филмис гадагебас Аргонавтебзе. Кастинги укве даицко, джер-джеробит мхолод 2 ролис шмсрулебелиа дамткицебули, Иазонас ролши Гахариа могвевлинеба, холо Медеас ролс ра ткма унда Ендзела Мачавариани шеасрулебс. Схвадасхва ролебши ганихилеба Талаквадзе- Комбахидзис дуети. Конкурсши чафлавда Т.Цулукианис кандидатура, хабитусис гамо. Тумца русебма мас шеставазес Баба Ягас роли ромелигац русул филмши. Режисоребис кандидатура Сакартвелодан Хаиндрава да Кантариа ганихилеба. Америкелебс джерджеробит цардгинеба ар гаукетебиат. Дгесдгеобит сул ес арис.

ვაი ვაი   (28.05.2020)
რა კორუფცია რის კორუფცია ხომ არ გაგიჟდით? ფრთები, ფრთები ამოსდით უკვე

ია   (27.05.2020)
საღადაოდ აქვს ხალხს ზუსტად საქმე. ვაი,თქვენს პატრონს,ე. ი. ჩვენ.

მარინა   (27.05.2020)
რა ვქნა გინდ მლანძღეთ გინდ მთათხეთ,ისევ ვიმეორებ არა ვარ ოცნების მომხრე,მაგრამ გიორგი გახარიას დიდ პატივს ვცემ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×