რეზონანსი
28.05.2020

სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ის წესები განმარტა, რომლებიც სავაჭრო ობიექტში გახსნის შემდეგ იმოქმედებს. ქეთა ახობაძის თქმით, მთავარი აქცენტი ხშირ დეზინფექციასა და სოციალურ დისტანცირებაზე გაკეთდება.

„სავაჭრო ცენტრში შესასვლელად ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადენზიფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, ასევე ყველა მომხმარებელს უნდა ეკეთოს პირბადე. შეიცვლება ლიფტის გამოყენების წესები, მხოლოდ 4 ადამიანი დაიშვება, ისინი უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან. ამასთან ერთად, უნდა მოხდეს ძალიან ხშირი ვენტილაცია შენობის და გაწმენდა მოაჯირების, ესკალატორების, ლიფტების და ა.შ“, - განაცხადა ახობაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×