რეზონანსი
28.05.2020

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება.

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 442 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი მაჩენებელია. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 8 216-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 113 ადამიანი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 4 568 შეადგინა. დაიღუპა 54 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 2 897 პაციენტი.

უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 477 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ „კოვიდ-19"-ით 22 382 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო როდენობა 669-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის მანძილზე რუსეთში კორონავირუსის 8371 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 379051-ს მიაღწია. ამასთან, რუსეთში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ვირუსით 174 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 4142 შეადგინა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×