რეზონანსი
28.05.2020

პოლიტოლოგი ხათუა ლაგაზიძე პრემიერ-მინსიტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ კორონავირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა.

ამასთან, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რთული იქნება ოპოზიციისთვის და მან ეს გამოწვევა ღიად უნდა დაინახოს.

"გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა - კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: "ოცნების" ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა - ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა.

ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩევლეს ამ ფონზე, გული და ხელი უფრო შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ დააბალანსებს, ან სულაც კოალიციაში შეუამხანაგდება "ოცნებას" მომავალ პარლამენტში. იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა - დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრავლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ - კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა"-წერს ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
nelmari   (28.05.2020)
Gaxaria koveltvis shesanishnavi da warmatebulia kvela tanamdebobaze,aris energiuli ugalato da dzlieri pirovneba,mas sheidzleba endos saqartveloshi macxovrebeli kvela adamiani,radgan is saqartvelos ertgulebasa da sikvarulshi udzgveba kvela maszed dakisrebul saqmes!

ИНЦИТАТУС   (28.05.2020)
Гетанхмебит, карги фтирофагиа, карги аргонавтиа, карги твалтхариаа, каргад гваболебс, Мети ра гитхрат, ес арасрули сиаа магис "подвигебис".

მანო   (28.05.2020)
ქალბატონო ხათუნა, ოცნების ამომრჩეველმა კი არ მიიღო ძლიერი პრემიერი,საქართველომ მიიღო.აქ არაფერშუაშია კორონა და სხვა ინფექციები.გახარიამ თავი გამოიჩინა,როგორც კარგმა ორგანიზატორმა და იმედია ყველაფერს ასეთი წარმატებით მოაგვარებს

eka   (28.05.2020)
კარგი ამბავია ეგ ხათუნა მერე,რომ არ იყვნენ ასეთ ძალებს უნდა ვქმნიდეთ ,დღევანდელო ოპოზიცია რომ მოვიცილოთ და შემდეგი არჩევნებისთვის ვინმე გვყავდეს ასარჩევი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×