რეზონანსი
28.05.2020

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დეველოპერული, სამშენებლო მიმართულების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამავდროულად, მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური სიფრთხილე და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.

„ჩვენი დღეს აქ შეკრების მიზეზი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი ყველამ ძალიან კრგად ვიცით, პრემიერმა ისაუბრა ვრცლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული, სამშენებლო მიმართულების ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, არა მხოლოდ ჩვენ, ზოგადად მთელი მაოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ეტაპობროვდ მთელი რიგი მიმართულებების გახსნა, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე გამოვიჩინოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია და მოთხოვნა, რაც მოდის დარგის სპეციალისტების მხრიდან.

არ უნდა გავუთამამდეთ ჩვენ არსებულ მდგომარეობას, რადგან საფრთხე მაინც არსებობს იმისა, რომ ვითარება კიდევ გართულდეს და დაიძაბოს.

ჩვენ რამდენჯერმე, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით სხვადასხვა დარგებს, მიმართულებებს წარვუდგინეთ დახმარებების გეგმა. დღეს წარმოდგენილი იქნება სამშენებლო დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის გეგმა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სამშენებლო და დეველოპერულ მიმართულებას. შესაბამისად, მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი მხრიდან, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, ვფიქრობ, ერთობ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ არ შეგექქმნათ პრობლემები",- განაცხადა კალაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×