რეზონანსი
28.05.2020

„რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღალნენ ამდენი შეზღუდვისგან, მოენატრათ ნორმალური ურთიერთობები, მაგრამ კორონავირუსი არსად გამქრალა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გადაცემამაში „იმედის დღე" განაცხადა.

„თბილისში იყო ასეთი შემთხვევა - სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგა პროფესიული მოვალეობის დროს დაინფიცირდა, მან თავისი ოჯახის წევრი დააინფიცირა. ამიტომ, ყველა უნდა ვიყოთ მობილიზებულნი, შევხედოთ, რა ხდება სამეზობლოში. ძალიან მკაფიო მაგალითია, როდესაც ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში, ერთდროულად მოიხსნა ყველა შეზღუდვა, ადამიანებმა დაივიწყეს, რომ კორონავირუსი არსებობდა და ახლა, ყოველდღიურად 400-ზე მეტი შემთხვევა აქვთ. შესაბამისად, სიტუაცია იქ ძალიან რთულდება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დღემდე რაც მოვიტანეთ, შევინარჩუნოთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×