რეზონანსი
28.05.2020

მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პოლიტიკოსები „ჭკვიანად უნდა იყვნენ".

„მე არ ვიმუქრები, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცეებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა იყვნენ! რაც ეკუთვნით, ისე რომ მოვექცე გამოვა, რომ ვიღაცები, პოლიტიკოსების რაღაც ნაწილი დაზიანდება. ხალხი სხვანაირად შეხედავს. რომ ვთქვა რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, როგორ ცდილობენ რომ ეკლესია ცუდად წარმოგვაჩინონ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
Lasha   (28.05.2020)
ლანჩავას მოადგილე იყოო ამბობენ :) ჯეიკობი, მეუფის გარდა ყველაფერია. ამას მოხვდეს კრუციატუსის წყევლა

ИНЦИТАТУС   (28.05.2020)
Мартла намхедрионалиа?

ივანე   (28.05.2020)
ვკაიფობ რა ამ წვერებიან მამაკაცებზე :))) 21 საუკუნეში რომ გასდით ტყუილები და აფერისტობა :)))) რა მაგრად ატყუებდენ ამ ყეყეჩ ხალხს :))))) და გასდით ყველაფერი...... თუ გასდით უნდა გაგრძელონ კიდეც ესევე მოყტუილება .... ხომ მაინც შერჩებათ......

ბენჟამენი   (28.05.2020)
ამის კაჩაობამ ხო ტვინი წაიღოო. ამას როგორ უნდა ჩააბარო ახსარება ან როგორ უნდა თხოვო დამლოცეო. აეე კალაშნიკოვი გიჩანს მამაო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×