რეზონანსი
28.05.2020

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა და დღევანდელი ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეკლესიას და ქვეყნის დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულება აქვს არჩეული.

"მეუფე ანტონს ყველა იცნობს. რომელმა არანორმალურმა უნდა თქვას, რომ რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა. უბრალოდ იმან თქვა, რომ როგორც ჩვენ ვიქცევით, სირცხვილია ასე შესვლა ევროპაში. ევროპაში კი არა სახლებში არ ვართ შესასვლელები ისე ვიქცევით. პატრიარქმაც და სინოდმაც განაცხადა დასავლური კურსი, ბევრს ნუღარ ვლაპარაკობთ. ქართულ ეკლესიაზე დგას ჩვენი ქვეყანა 2000 წელია, ეკლესიას ქვეყნისთვის არ უღალატია და ვის ინტერესებში შედის ეკლესიაზე შეტევა და ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს, კარგად ჩანს", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ვაი ვაი   (28.05.2020)
ძველბიჭურად კი საუბრობს მაგრამ გოიმები ხართო რომ არ ამბობს ეგ უკვე კარგია

ჭორლეონე   (28.05.2020)
mogityan jishi da jilagi


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×