რეზონანსი
28.05.2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კვლევის იმ მეთოდზე ისაუბრა, რომელსაც მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა განვითარებული ქვეყანა იყენებს.

პაატა იმნაძის თქმით, ჩამდინარე წყლებშიც ჩატარდა კვლევა, სადმე ხომ არ ფიქსირდება კორონავირუსი და ეს მეთოდი ვირუსით ყველაზე დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში - მარნეულსა და თეთრიწყაროში გამოიყენეს.

„კანალიზაციის წყლებში ვამოწმებთ, ხომ არ არის კორონავირუსი - ფეკალურ მასებთან ერთად სადმე ხომ არ ცირკულირებს COVID-19.

ასეთი კვლევები ჩატარდა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ასევე - თეთრიწყაროში. ეს არ არის მარტივი კვლევა, სწორედ ლუგარში ვატარებთ მას და საბედნიეროდ, ყველა პასუხი ნეგატიურია", - განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში „იმედის დღე".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×