რეზონანსი
28.05.2020

როგორც იცით, ჯერ არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსმა ოფიცრმა, კატერინ სმოლვუდიმ ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) კლინიკური კვლევებიდან დროებით ამოღებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება სიფრთხილისთვის მიიღო და ის ძალაში დარჩება იქამდე ვიდრე არ გადამოწმდება დეტალური ინფორმაცია და მონაცემები უსაფრთხოების კონტექსტში იმ პაციენტების შემთხვევაში, ვინც ამ მედიკამენტს კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდა.

„ჰიდროქსიქლოროქინი არის ერთი-ერთი მედიკამენტი, რომელიც ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ არის ლიცენზირებული სხვა მიზნებისთვის, თუმცა რჩება დაუმტკიცებელ მედიკამენტად „კოვიდ 19"-ის ვირუსის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის. ეს არის ერთ-ერი მედიკამენტი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოებულ „სოლიდარობის კვლევაშია" ჩართული. იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებულ ანგარიშში კორონავირუსის მქონე პაციენტებში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სიფრთხილე გამოიჩინა და დროებით შეაჩერა ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენება კლინიკური კვლევის ნაწილად. ჩვენ ამას დროებით ვაკეთებთ იქამდე, ვიდრე დეტალურად არ გამოვიკვლევთ უსაფრთხოების ინფორმაციას და უსაფრთხოების მონაცემებს იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც ამ მედიკამენტს „კოვიდ 19"-ის მკურნალობისთვის იყენებენ.

ზოგადად, როგორც იცით, ჯერ არ არსებობს რაიმე დამტკიცებული მედიკამენტი კორონავირუსის სამკურნალოდ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს წევრ ქვეყნებსა და ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომ დაუმტკიცებელი მედიკამენტი არ გამოიყენონ იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც საკითხი კლინიკურ კვლევებს ეხება, როგორიც მაგალითად „სოლიდარობის კვლევაა", - განაცხადა კატერინ სმოლვუდიმ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×