რეზონანსი
28.05.2020

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამებაში, წირვის დასრულების შემდეგ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს, რადგან სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო.

„რაც შეეხეება ეკლესიისთვის საჭირო მატერიალურ სახსრებს, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ გაცილებით მეტია საჭირო ისევ და ისევ იმისთვის, რომ საზოგადოებას სულიერი საზრდო მიეცეს. ეს არ ეხება იმას, რომ ქონება ეკლესიას სჭირდება, რომ სასულიერო პირები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. სირცხვილია ამაზე საუბარი, ძალიან სამარცხვინოა, რომ მასმედია ან თავად საუბრობს ან ისეთ ადამიანებს ასაუბრებს, ვინც ერს არცხვენს. ქვეყანას რომ ჰქონდეს საშუალება, ცხადია, უფრო მეტიც უნდა გამოიყოს. სულიერი საზრდოსთვისაა ეს საჭირო. ახლა არ არის ამის საშუალება და არც ვითხოვთ, მაგრამ არ სრულდება არსებულზე საუბარი. დამიჯერეთ, ეს თანხა ყველა ეპარქიის გიმნაზიებსა და სასულიერო სასწაბლებლებსაც არ ყოფნის", - განაცხადა მეუფე დანიელმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ოოოო!   (28.05.2020)
ამათ ყველა შტერი ჰგონია? სად ფული და სად სულიერი საზრდო. ხალხნო თვალები გაახილეთ.

ჭორლეონე   (28.05.2020)
mogityan gaumaszgari dedis muteli goro. rit ver amoikoret muclebi nabozvrebo.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×